Русские видео

Сейчас в тренде

Иностранные видео


Скачать с ютуб ხათუნა სამნიძე: ჩემს დაავადებას ჩუმ მკვლელს ეძახიან, ბოლო სტადიამდე ვერ გრძნობს ქალი в хорошем качестве

ხათუნა სამნიძე: ჩემს დაავადებას ჩუმ მკვლელს ეძახიან, ბოლო სტადიამდე ვერ გრძნობს ქალი 3 недели назад


Если кнопки скачивания не загрузились НАЖМИТЕ ЗДЕСЬ или обновите страницу
Если возникают проблемы со скачиванием, пожалуйста напишите в поддержку по адресу внизу страницы.
Спасибо за использование сервиса savevideohd.ru



ხათუნა სამნიძე: ჩემს დაავადებას ჩუმ მკვლელს ეძახიან, ბოლო სტადიამდე ვერ გრძნობს ქალი

⭕ 2023 წლის 14 დეკემბერს, როცა საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ თითქმის ორთვიანი სამედიცინო კვლევების შედეგი გაიგო - მას სიმსივნე აღმოაჩნდა, სიმსივნე, რომელიც უკვე შორს იყო წასული და სასწრაფოდ საჭიროებდა ჯერ ქირურგიულ ჩარევას, შემდეგ კი მკურნალობას.  ⭕ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომელიც განსაკუთრებით აქტიური იყო პარლამენტში ამ დიაგნოზის გაგებამდე, 2023 წლის გაზაფხულზე, როცა “ქართული ოცნება” პირველად განიხილავდა “აგენტების კანონს”, მკურნალობის პროცესში მალევე აღმოაჩინა რომ საქართველოში ვერ იღებდა მკაფიო პასუხებს ექიმებისგან მის ჩივილებზე და დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ გადარჩენისთვის სხვა ქვეყანაში წასვლა შეიძლება დასჭირვებოდა. ასეც მოხდა - ქირურგიული ოპერაციიდან მალევე ის ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში წავიდა და საჯაროდ მხოლოდ 2024 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, როცა საქართველოს პარლამენტმა კვლავ დააბრუნა დღის წესრიგში “აგენტების კანონი.”  ⭕ დღეს, რამდენიმეთვიანი ინტენსიური მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ ხათუნა სამნიძე ამბობს რომ ის უკვე გამოჯანმრთელდა და სურს სხვა ონკოპაციენტებისთვის იმუშაოს უკეთესი სამედიცინო სისტემის შექმნაზე - მას ჯერ არ აქვს მკაფიო გეგმები, ვისთან ერთად მიიღებს 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას რესპუბლიკური პარტია, თუმცა თვლის რომ ამ პრინციპული არჩევნების წინ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა შინაარსიანი მსჯელობა შესთავაზონ საზოგადოებას იმ თემებზე, რაც მათ აღელვებთ. -- 🔸 მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე 👉🏻 https://www.radiotavisupleba.ge გამოგვყევი 👇🏻 Youtube-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/5ek3z4e3 Facebook-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/yc84b2x3 Instagram-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/2cb8w3wp TikTok-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/3skhv3ws Threads-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/bddphfyp

Comments