Русские видео

Сейчас в тренде

Иностранные видео


Скачать с ютуб შეხვედრა მთაში (1966) в хорошем качестве

შეხვედრა მთაში (1966) 4 года назад


Если кнопки скачивания не загрузились НАЖМИТЕ ЗДЕСЬ или обновите страницу
Если возникают проблемы со скачиванием, пожалуйста напишите в поддержку по адресу внизу страницы.
Спасибо за использование сервиса savevideohd.ru



შეხვედრა მთაში (1966)

მხატვრული ფილმი, მუსიკალური კომედია, 9 ნაწილი, 2125 მეტრი (77 წთ.) ენა: ქართული სს „ქართული ფილმის“ ნაწარმოები პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1967 წელს დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი სცენარის ავტორები: პეტრე გრუზინსკი, ნიკოლოზ სანიშვილი დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი დამდგმელი მხატვარი: ლეონიდ მამალაძე კომპოზიტორი: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ოთარ გეგეჭკორი მონაწილეობენ: ლეილა აბაშიძე (ლალი და მზევინარი), თენგიზ არჩვაძე (ვახტანგი), ლალი მესხი (ნათელა), ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე (გია), კოტე დაუშვილი (ზვიადი), იპოლიტე ხვიჩია (მერაბი), ალექსი მამრიკიშვილი, ნუნუ მაჭავარიანი, ელენე ყიფშიძე, ამირან ებრალიძე, სოსო ებრალიძე, დავით ლურსმანაშვილი ხევსურეთში ფილმს იღებენ. მთიელთა ჩვევებს უკეთ რომ გაეცნოს, მთავარი როლის შემსრულებელი, ესტრადის პოპულარული მომღერალი ლალი მინდელი სოფელში ხევსურულად ჩაცმული, ცხენზე ამხედრებული დადის. იგი შემთხვევით ინჟინერ ვახტანგს შეეჩეხება და თავს ხევსურ მზევინარად გააცნობს. როლში შესული, ვახტანგს დაარწმუნებს, რომ ლალი მინდელი მისი ტყუპი დაა... მზევინარით მოხიბლული ვახტანგი მზად არის მისი გულისთვის ხევსურეთში გადასახლდეს. ლალი მიხვდება, რომ ორმაგ თამაშში სახიფათოდ შეტოპა, ვახტანგს თავის კონცერტზე დაპატიჟებს და სცენაზე მზევინარად გადაცმული გამოვა. ვახტანგი მიხვდება, რომ მზევინარის სახით ნიჭიერი მსახიობი, ლალი მინდელი შეუყვარდა და თავის გულუბრყვილობაზე გაეღიმება. Copyright © სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ Copyright to text © Georgian National Filmography – www.geocinema.ge

Comments