Русскио видоО

Сейчас в тренде

Иностранные видео


Скачать с ютуб პერსონაჟი: ოიდიპოსი - ლევან ბერძენიშვილი в хорошем качестве

პერსონაჟი: ოიდიპოსი - ლევან ბერძენიშვილი 5 лет назад


Если кнопки скачивания не загрузились НАЖМИТЕ ЗДЕСЬ или обновите страницу
Если возникают проблемы со скачиванием, пожалуйста напишите в поддержку по адресу внизу страницы.
Спасибо за использование сервиса savevideohd.ru



პერსონაჟი: ოიდიპოსი - ლევან ბერძენიშვილი

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო უნივერსალურ პერსონაჟზე, ოიდიპოსზე. ოიდიპოსი ბევრი ლიტერატურული ნაწარმოების გმირია, ჰომეროსით დაწყებული და ევრიპიდეთი დამთავრებული, მაგრამ ყველაზე უკეთ მას სოფოკლეს ე.წ. თებეს ციკლის ტრაგედიებიდან ვიცნობთ: „ოიდიპოს მეფე“, „ოიდიპოსი კოლონისში“ და „ანტიგონე“. ჰომეროსს ორივე პოემაში ჰყავს ოიდიპოსი ნახსენები და ირკვევა, რომ მასთან ეს პერსონაჟი არც თებედან გაუძევებიათ და, რაც მთავარია, მას არც თვალები დაუთხრია. სოფოკლესეული ოიდიპოსი ამ პერსონაჟის მთავარი ვარიანტია, თვალების დათხრა კი სწორედ ამ მოვლენის უნიკალურობის გამო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ეს ის აქტია, რომელიც ადასტურებს, რომ ოიდიპოსი კი გაწირეს ღმერთებმა, როგორც საკუთარი სათამაშო, მაგრამ მან მაინც იპოვა გზა, რომელსაც მეცხრამეტე საუკუნეში ნიცშე ზეკაცის გზად მონათლავს – მან გაიარა მანძილი ცოდვის გზით ზეადამიანამდე და ღმერთამდე. ოიდიპოსი მოკვდა კოლონოსში როგორც ადამიანი და იმავ წამს უკვდავი ღმერთი გახდა. სხვათა შორის, სწორედ კოლონოსში დაიბადა ლიტერატურაში ოიდიპოსის უკვდავმყოფელი სოფოკლე. რატომ დაითხარა ოიდიპოსმა თვალები, რატომ არ შეაშფოთა ეს პერსონაჟი, მამისტოლა კაცი რომ ჰყავდა მოკლული და დედისტოლა ქალი – ცოლად მოყვანილი, რატომ არ ისურვა კორინთოსში მეფედ დაბრუნება, რა არის მისი უნივერსალურობა – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Comments