Русскио видоО

Сейчас в тренде

Иностранные видео


Скачать с ютуб პარალელი: ჰომეროსი და რუსთველი | ლევან ბერძენიშვილი в хорошем качестве

პარალელი: ჰომეროსი და რუსთველი | ლევან ბერძენიშვილი 4 года назад


Если кнопки скачивания не загрузились НАЖМИТЕ ЗДЕСЬ или обновите страницу
Если возникают проблемы со скачиванием, пожалуйста напишите в поддержку по адресу внизу страницы.
Спасибо за использование сервиса savevideohd.ru



პარალელი: ჰომეროსი და რუსთველი | ლევან ბერძენიშვილი

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ ახალი რუბრიკით „პარალელი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის გიგანტებზე – ჰომეროსსა და რუსთაველზე და მათს „ოდისეასა“ და „ვეფხისტყაოსანზე“. თავის დროზე, დიდმა მწერალმა და მოაზროვნემ, ბორხესმა მსოფლიო ლიტერატურაში სულ ოთხი სიუჟეტი აღმოაჩინა, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ „ოდისეის“ სიუჟეტია – შინ დაბრუნების ამბავი. „ვეფხისტყაოსანში“ გამოყენებულია ბორხესისეული ოთხივე სიუჟეტი და ამ მხრივ იგი ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია. დღეს ჩვენ განვიხილავთ დროის მდინარებას რუსთველისა და ჰომეროსის პოემებში. მოგეხსენებთ, ამ ავტორებს არ უყვართ მოვლენების „ხაზოვნად“ წარმოდგენა, დაწყება „დასაწყისიდან“ და დამთავრება „დასასრულით“. მაგალითად, „ილიადა“ არ იწყება არც ტროის ომის მიზეზების აღწერით და არც თავად ამ ომის დასაწყისით – ჰომეროსი პირდაპირ საქმის შუაგულში, in medias res შედის და ტროის ომის მიმდინარეობის მეათე წლის ამბებს აღწერს; არც „ოდისეა“ იწყება ტროის ომის დასასრულითა და ოდისევსის შინ დაბრუნების ხანგრძლივი გზის აღწერით, ამ პოემაშიც თხრობა ოდისევსის ათწლიანი გზის მეათე წელს იწყება, როდესაც გმირი ნიმფა კალიფსოს კუნძულ ოგიგიაზე იმყოფება და ღმერთები გადაწყვეტენ, ნება დართონ მას, შინ გაემგზავროს. ეს პირველი სერიოზული პარალელია, რადგან არც „ვეფხისტყაოსანი“ იწყება პოემის ყველაზე ძველი ამბით, სარიდანის მიერ თავისი სამეფოს ინდოეთისათვის გადაცემით და შემდეგ ტარიელის დაბადებით, „ვეფხისტყაოსანიც“ in medias res იწყება, როსტევანის მიერ თინათინის თანამოსაყდრედ გამოცხადებითა და უცხო მოყმის გამოჩენით. რამდენად შორს მიდის სიუჟეტური ქარგის ქრონოლოგიური განვითარების პარალელი პოემებს შორის, ტიპოლოგიურია ეს მსგავსება, თუ აუცილებელია დავუშვათ, რომ რუსთველი კარგად იცნობს „ოდისეას“, რამდენად აახლოებს პოემებს ის ამბავი, რომ მათში შიდა პარალელები არსებობს (ტელემაქიადა „ოდისეაში“ და არაბეთის სამეფო „ვეფხისტყაოსანში“) – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Comments