У нас вы можете посмотреть бесплатно ვაჟა-ფშაველა და კულა გლდანელი, აკაკის ლექსი ვაჟას და ღირსეული პასუხი ფშაველი პოეტისგან... | или скачать в максимальном доступном качестве, которое было загружено на ютуб. Для скачивания выберите вариант из формы ниже:
Если кнопки скачивания не
загрузились
НАЖМИТЕ ЗДЕСЬ или обновите страницу
Если возникают проблемы со скачиванием, пожалуйста напишите в поддержку по адресу внизу
страницы.
Спасибо за использование сервиса savevideohd.ru
კულა გლდანელი (ნამდვილი სახელი და გვარი ივანე ყირიმელაშვილი) დაიბადა 1858 წელს, სოფელი გლდანში. მან, როგორც მოჭიდავემ სახელი გაითქვა თბილისის უბნებში (ორთაჭალა, ფიქრისგორა, დიდუბე, ჩუღურეთი და სხვა) ჭიდაობით. არაერთხელ დაამარცხა იმ დროისათვის ცნობილი ფალავნები... "ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურად პირველი მთარგმნელის მარჯორი უორდროპის ძმამ - ოლივერ უორდროპმა გამოსცა წიგნი საქართველოში მოგზაურობის შესახებ, რომელშიც ვკითხულობთ: "წილად მხვდა უდიდესი ბედნიერება დავსწრებოდი ერთ საუცხოო შეჯიბრებას, სადაც ფალავანი გლდანელი შეება ვინმე მამაც იმერელ მოჭიდავეს. ჭიდაობა უაღრესად საინტერესო გამოდგა და ამავე დროს დიდად მეამა, როცა აფიშიდან გავიგე, რომ შეჯიბრების მთელი შემოსავალი განკუთვნილი იყო ვიღაც ჭაბუკის დასახმარებლად, რომელსაც სათანადო სახსრები არ გააჩნდა პეტერბურგში სწავლის გასაგრძელებლად“. იმ "ვიღაც ჭაბუკის“ ვინაობა დღეს საყოველთაოდ ცნობილია. ფრაგმენტი ოპერის მომღერლის ვანიკო გალუაშვილის მონაყოლიდან: "კულა გლდანელმა1883 წელს მეგობრების დახმარებით, თიანეთში მოაწყო დიდი შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში და შემოსული თანხა მთლიანად ვაჟა-ფშაველას გადასცა, რამაც პოეტს საშუალება მისცა პეტერბურგში წასულიყო სწავლის გასაგრძელებლად. საბედნიეროდ, ასეთებიც ხდებოდა…” - https://www.ambebi.ge/article/269586-...